Wednesday, September 23, 2015

მათენატიკა მეცნიერების უნივერსალური ენა

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ნათია ცისკარაული
რაიონი
სიღნაღი
სკოლა
სოფელ ილიაწმინდას საჯარო სკოლა
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
მათემატიკა მეცნიერების უნივერსალური ენა
თემის შინაარსი
საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების მიზანია აზიაროს მოსწავლე   საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს  კვლევის უნარ-ჩვევები. მათემატიკა კი არის კომუნიკაციის საშუალება , რომელიც საჭიროა ინფორმაციის მისაღებად და გადასაცემად მათემატიკური ენის და საშუალებების გამოყენებით. მოსწავლეები ახორციელებენ დაკვირვებას „დედამიწა და გარე სამყაროს“ მიმართულებით,აგროვებენ და აანალიზებენ ინფორმაციას მოგზაურებზე,  მსჯელობენ ამ მოგზაურების წვლილზე დედამიწის ფორმის შესახებ წარმოდგენის ჩამოყალიბებაში; დაიტანენ კონტურულ რუკაზე  გამოჩენილი მოგზაურების მარშრუტებ. მოდელირებისათვის ახდენენ მანძილების გასაზომად გზებისა და მეთოდების პოვნასა და გამოყენებას. გარდა იმისა, რომ მოსწავლეებს უვითარდებათ თანამშრომლობითი დამოკიდებულება, უყალიბდებათ საზომ ერთეულებს შორის ცოდნისა და გამოყენების უნარჩვევა.

საგანი
ბუნება ,მათემატიკა
დონე/კლასი  
დაწყებითი საფეხური, დაწყებითი კლაები   ; ბუნება-მე-4 კლასი,   მათემატიკა-მე-4 კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
1 თვე : ნოემბერი
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
   ბუნ.IV.7.   
მათ. IV.3მათ. IV.5;   მათ. IV.10.  მათ. IV.11.    
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
IV ბუნება
აღნიშნულ პროექტში მონაწილეობით მოსწავლე იქნება არა ცოდნის პასიური მიმღებელი, არამედ აქტიური შემმეცნებელი.

·           გაუჩნდება ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის,  სიახლეთა  აღმოჩენისა და შეცნობის მიმართ;
·           განუვითარდება ბუნებისმეტყველისათვის საჭირო ელემენტარული კვლევა-ძიებითი უნარ-ჩვევები და შეძლებს მათ სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენებას;
·           გამოუმუშავდება  კრიტიკული აზროვნების და კომუნიკაციის უნარი;
          გაიაზრებ  ადამიანთა თანამშრომლობის აუცილებლობას კაცობრიობის განვითარებისთვის.
მოსწავლეებს უყალიბდებათ დაკვირვების, მარტივი ხელსაწყოების გამოყენებით მანძილის გაზომვა-გამოთვლითი სამუშაოების ჩატარების,ადგილზე ორიენტირების, რუკების გამოყენების, ობიექტების და პროცესების მოდელირების უნარ-ჩვევები.
სწავლის შედეგები:
  1. მოსწავლეს შეუძლია დედამიწის ფორმაზე მსჯელობა.ბუნ.IV.7

IV მათემატიკა
პროექტში მონაწილეობით მოსწავლე ეუფლება მონაცემთა შეგროვების,მოწესრიგების, წარმოდგენისა და ინტერპრეტაციის მეთოდებს.
·      პოულობს, არჩევს და იყენებს გზებსა და მეთოდებს   ობიექტებს შორის მანძილების  გასაზომად;

·      ახდენს მიღებული შედეგების განზოგადებას, ამყარებს კავშირებს  სხვა დისციპლინებთან და იყენებს ამ კავშირებს როგორც პრობლემის გადაჭრისას, ასევე მიღებული შედეგების გაანალიზებისას;

·      თანამშრომლობს თანაკლასელებთან ჯგუფური სამუშაოების შესრულებისას;

·      ახდენს არითმეტიკული მოქმედებების სიტყვიერ აღწერას (მაგალითად: ”...ჯერ”, ”...ით”);

·      უვითარდებათ საზომ ერთეულებს (მანძილის) შორის მიმართებების ცოდნისა  და გამოყენების უნარი.

  სწავლის შედეგები:
    1. მოსწავლეს შეუძლია გამრავლება-გაყოფის მოქმედებების შესრულების რომელიმე ხერხის გამოყენება.     მათ. IV.3
    2. მოსწავლეს შეუძლია ზომის სხვადასხვა ერთეულების გამოყენება და ერთმანეთთან დაკავშირება.მათ. IV.5.
     3. მოსწავლეს შეუძლია საგანთა და ფიგურათა ზომებისა და ობიექტთა შორის მანძილების პოვნა.მათ. IV.10.
    4.  მოსწავლეს შეუძლია სქემაზე ორიენტირება და მარშრუტის აღმწერი მარტივი სქემის შექმნა.მათ. IV.11.
   5. მოსწავლეს შეუძლია მოცემულ თემასთან ან გამოსაკვლევ ობიექტთან დაკავშირებით თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების შეგროვება. მათ. IV.12.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა

რა როლი უკავია მათემატიკას ბუნებაში?







როგორ შეიძლება გამოვიყენო მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში?


თემატური კითხვები
რა მნიშვნელობა ჰქონდა გეოგრაფიულ აღმოჩნებს?
ვინ იყვნენ პირველი მოგზაურები?
შინაარსობრივი კითხვები
ვის მიერ იქნა აღმოჩენილი ავსტრალია? ანტარქტიდა?
ვის ეკუთვნის ამერიკის აღმოჩენა?
ვინ იმოგზაურა პირველად დედმიწის გარშემო?
ვის სახელს უკავშირდება პირველად აფრიკის შესწავლა?
ვინ იყვნენ არქტიკის პირველი მოგზაურები:
რამდენჯერ იმოგზაურა მაგელანმა ამერიკაში?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










• შეკითხვების დასმა
• ვ-მ-ვ ცხრილი
• დღიურები
ცხრილები
რუკები
• ბუკლეტების კრიტერიუმების ჩამონათვალი
• შეკითხვების დასმა
მონაცემების დაჯგუფება,ანალიზი
• საინფორმაციო ბუკლეტის კრიტერიუმების ჩამონათვალი
• ბუკლეტები
• დღიურები/ ცხრილები
• სურათების/ რუკების  შეთავსება
• ჯგუფური კონფერენციები
• შეკითხვების დასმა
• საბოლოო ბუკლეტის შინაარსობრივი მხარე
• პროექტის რუბრიკები
• ვ-მ-ვ ცხრილი
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
შეკითხვების დასმა გამოიყენება პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე, რაც მოსწავლეებს აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევების განვითარებაში და თემატიკის ანალიზში ეხმარება. პროცესი საბაზისო ცოდნის შეფასებით იწყება, ვ-მ-ვ (ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე) ცხრილის გამოყენებით. სამუშაო ჟურნალებში ჩანაწერების ხარისხი და მოსწავლეების მონაწილეობა კონტურული რუკებისა და ბუკლეტების შემუშავებაში უზრუნველყოფს მასწავლებლის და მოსწავლეების დახმარებას პროგრესის  და თემატიკის გაგების მონიტორინგში. ინფორმაციის მოძიებისას,დაკვირვებისას , გამოთვლების წარმოებისას  ცოდნა შეფასდება ინდივიდუალურ დღიურებში გაკეთებული ჩანაწერების ,კონტურული რუკების, ცხრილების საშუალებით მონაცემთა წარმოდგენის და საბოლოო პროდუქტის-ბუკლეტის  მიხედვით.  ჯგუფური კონფერენციები ემსახურება სამუშაოს შეფასებას და პროგრესის  მონიტორინგს.   მუშაობის პროცესში მოსწავლეების შესაფასებლად გამოვიყენებ საინფორმაციო   ბიულეტენის კრიტერიუმების ჩამონათვალს. გამოვიყენეთბ პროექტის რუბრიკა ს პროექტის  შესაფასებლად. დავუბრუნდები ვ-მ-ვ ცხრილს პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნის შესაფასებლად და მოსწავლეების მიღწევებზე ფოკუსირების მიზნით.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
მოსწავლეები პოულობენ, არჩევენ და იყენებენ გზებსა და მეთოდებს  ობიექტებს  შორის მანძილების გასაზომად. არჩევენ და მოიპოვებენ საჭირო მონაცემებს; ახდენენ  მიღებული შედეგების განზოგადებას, ამყარებენ კავშირს სხვა დისციპლინასთან და  იყენებენ ამ კავშირს როგორც პრობლემის გადაჭრისას, ასევე მიღებული შედეგების გაანალიზებისას;
გამოთვლებისას იყენებენ ნულებით დაბოლოებული რიცხვების გამრავლების შემოკლებულ წესს;
იყენებენ რუკაზე ორიენტირების წესს.
სასწავლო პროცედურები
მოსწავლეებს განვუმარტავ, რომ პროექტის მიმდინარეობისას ისინი ზოგად შეკითხვაზე მოახდენენ ფოკუსირებას: რა როლი უკავია მათემატიკას ბუნებაში? მოცემულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, მოსწავლეები   წინასწარ განსაზღვრული დროის მონაკვეთში დააკვირდებიან გარემოს მარტივი ხელსაწყოების გამოყენებით;

დავსვამ თემატური შეკითხვას: რაში გვჭირდება მათემატიკა?

შევაფასებ საბაზისო ცოდნას და შევადგენთ ვიცი, მინდა ვიცოდევისწავლე (--) ცხრილს სწავლების პროცესის საწყის ეტაპზე.

მოსწავლეთა ჯგუფები გაინაწილებენ დავალებებს:
1 ჯგუფი- მოიძიონ ინფორმაცია პირველი სახმელეთო მოგზაურობის შესახებ; შეაგროვონ ინფორმაცია აღნიშნული მოგზაურობის მიზეზთან, მიზანთან და შედეგთან დაკავშირებით.
2 ჯგუფი-მოიძიონ ინფორმაცია პირველი საზღვაო მოგზაურობის შესახებ; შეაგროვონ ინფორმაცია აღნიშნული მოგზაურობის მიზეზთან, მიზანთან და შედეგთან დაკავშირებით.

მასწავლებელი თვალს ადევნებს მოსწავლეთა მუშაობას : თითოეული მათგანი რამდენად არის ჩართული პროექტში, როგორ ინაწილებენ დავალებებს და რამდენად ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.

ორივე  ჯგუფი 2 კვირის განმავლობაში მის მიერ მიერ მოძიებულ მონაცემებს წარმოადგენს დღიურებში ჩანაწერების და ცხრილის სახით( მონაცემებს განალაგებენ ქრონოლოგიის მიხედვით)

ამის შემდგომ ჯგუფები იწყებენ მოგზაურობის მარშრუტების კონტურულ რუკაზე დატანას;
აღნიშნული სამუშაოს დასრულების(1 კვირა) შემდეგ ჯგუფები ხვდებიან ერთმანეთს და გააცნობენ თავიან ნამუშევრებს; დასვამენ კითხვებს და გაიმართება დისკუსია;  (ასაკობრივი ჯგუფიდან გამომდინარე, აქ შესაძლოა მოსწავლეებს გაუჩნდეთ საკუთარი ნამუშევრების უპირატესობის დაცვის ინტერესი მოძიებული ინფორმაციის რაოდენობრივი ან ესთეტიურად უკეთესად შესრულების თვალსაზრისით; ამისთვის საჭირო იქნება საქმიანი შეხვედრის დაწყებამდე გავიხსენოთ ტოლერანტობის, ჯგუფური მუშაობის პრინციპები, შეხვედრის მიზანი. ჯგუფებმა ერთმანეთს უნდა გაუზიარონ თავინთი გამოცდილება და დააფიქსირონ მზაობა თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში ურთიერთდახმარების.იმისათვის რომ თითოეული მოსწავლე აქტიურად იყოს ჩართული პროექტში, გამოვიყენებ დიფერენცირებულ შეფასებებს.

მომდევნო ეტაპი იქნება ხარვეზების გამოსწორება და მანძილების გამოთვლა; მოსწავლეები ითვალისწინებენ მასშტაბის სიდიდეს და ითვლიან მარშრუტის სიგრძეს შესაბამის განზომილებაში. მასწავლებელი თვალს ადევნებს გამოთვლის მეთოდების გამოყენებას; ამოწმებს  მონაცემთა უტყუარობას.

დასკვნით ეტაპზე ჯგუფები იწყებენ ბუკლეტებზე მუშაობას

ვ-მ.ვ ცხრილის პრინციპით წარმოადგენენ ინფორმაციას პროექტზე მუშაობის შედეგად წარმოდგენილი ცოდნის, უნარჩვევების შესახებ.სრბებს.

დასასრულს გაიმართება პრეზენტაცია და გაკეთდება შეფასება რუბრიკის მეშვეობით
თანამშრომლობის ხარისხის ასამაღლებლად , ვინაიდან ისინი ასრულებენ საერთო დავალებას, მისი წევრები მიიღებენ ერთნაირ შეფასებას;







დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
სსსმ მოსწავლეები არ არიან კლასში; ზოგადად, ასეთი მოსწავლეების არსებობის შემთხვევაში, მასწავლებელმა უნდა უზრუნველყოს სსმ მოსწავლის ჩართულობა პროექტში მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით.შეფასებაც უნდა მოხდეს შესრულებული დავალებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

არაქართულენოვანი მოსწავლეები არ არიან კლასში

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
მაღალი აკადემიური მოსწავლეები თემის ირგვლივ ატარებენ სიღრმისეულ კვლევას და აკეთებენ ანალიზს.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
მათემატიკა მე-4 კლასის სახელმძღვანელო ,ავტორები: გ.გოგიშვილი,თ.ვეფხვაძე,ი.მებონია, ლ.ქუჩიშვილი
ბუნება მე-4 კლასის სახელმძღვანელო,ავტორები:მ.ბლიაძი, რ.ახვლედიანი.
ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016წწ.
ინვენტარი/მასალები
რუკები, გლობული, რვეული, კალამი, ფანქარი, საშლელი,სახაზავი,
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
მოსწავლეები, გეოგრაფიის მასწავლებელი



No comments:

Post a Comment